პროკურატურამ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის და ოპერატორის დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და ოპერატორი სიუჟეტის მოსამზადებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ტელეკომპანიის და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ორი პირი მივიდა მათთან და სხვადასხვა სახის შეურაცხმყოფელი შეძახილით ჟურნალისტისგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდნენ. ბრალდებულებმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული 26 ივლისს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის