გიორგი ვაშაძე - სუს-ი არის ტყუილების სამჭედლო - 26 ოქტომბრიდან, პირველი, რაც გაუქმდება ამ ქვეყანაში, იქნება სუს-ი

სუს-ი არის ტყუილების სამჭედლო - 26 ოქტომბრიდან, პირველი, რაც გაუქმდება ამ ქვეყანაში, იქნება სუს-ი, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სავარაუდო ტერორისტული აქტის მოწყობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბევრი „მუცლით მეზღაპრეობა მიმდინარეობს“.

„სუს-ში ბევრი სიყალბე, ბევრი მუცლით მეზღაპრეობა მიმდინარეობს. სუს-ი კი არა, ესენი არიან ზღაპრის გამგრძელებლები, ტყუილების სამჭედლო. მეტი ხომ არაფერია ეს ორგანო, სამწუხაროდ. ამიტომ გავაუქმებთ მაგას. 26 ოქტომბრიდან, პირველი, რაც გაუქმდება ამ ქვეყანაში, იქნება სუს-ი. თქვენ ნახავთ, რომ გავაუქმებთ სუს-ს. აღარ იქნება საქართველოში სუს-ი და აღარ იქნება ეს ძალადობა, ხალხზე ფსიქოლოგიური ტერორი,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს