ლადო მგალობლიშვილი - ოპოზიცია ცდილობს, დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ოპოზიცია ცდილობს, დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან" ლადო მგალობლიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „ედისონ რისერჩის" კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

„გუშინ, ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ წარმოადგინა ,,ედისონ რისერჩის'' მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის რეალური მიზანია წინასაარჩევნოდ შექმნას გაყალბებული აღქმა ოპოზიციის ფართო ელექტორალური მხარდაჭერის შესახებ. ვინაიდან, როდესაც 26 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან, ჰქონდეთ საფუძველი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის.

კვლევა იმდენად კომიკურია, რომ შეუძლებელია მასზე სერიოზული მსჯელობა. მაგრამ ერთ პუნქტს მაინც გამოვყოფდი, რომლის თანახმად: ოპოზიცია, ედისონ რისერჩზე დაყრდნობით, ცდილობს დააჯეროს ამომრჩეველი, რომ ვინმე გია ჯაფარიძე უფრო პოპულარულია საქართველოში და მეტად ენდობა საზოგადოება, ვიდრე ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს ხომ აბსურდია. არასოდეს ომის იდეას მშვიდობაზე არ გაუმარჯვია. ასე იქნება ახლაც - 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე უალტერნატივოდ გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება'', ხოლო ომის პარტია სასტიკად დამარცხდება", - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს