ნათია მეზვრიშვილი - მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე - „ოცნება“ ამნისტიის სანაცვლოდ ზონდერებს გაურიგდა

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ ისინი წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა.

მეზვრიშვილის განცხადებით, „მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ“.

„მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერის - შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე. დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია, არჩევნების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად.

პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ არის იმ დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი და გაგრძელება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მივაწოდეთ. „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ აღნიშნული ზონდერები წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. ასეც მოხდა. ზონდერების დაცვის ამნისტიის დაანონსებიდან მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ.

დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს. ინსტიტუტების სრული მორჩილების, პოლიტიკური კორუფციის და სისტემური ძალადობის პირობებშიც კი, ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა, მათივე კვლევებით, 30%-საც ვერ აღწევს.

სწორედ ამიტომ, „ოცნება“ დანაშაულებრივი მეთოდებით - პოლიტიკური კორუფციით და სისტემური ძალადობით ცდილობს დამატებითი რესურსების მობილიზაციას. კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მიღებული აქვს დავალება, ნებისმიერ ფასად მოახდინონ ხმებით მანიპულირება და მანიპულირებული შედეგების სახალხო ლეგიტიმაცია.

კერძოდ, სუს-ის დახმარებით, სამთავრობო რესურსების კორუფციული მიზნებისთვის გამოყენებაზე პასუხისმგებელია კობახიძე, ხოლო დამკვირვებლების, მედიის და ოპოზიციის მიმართ ძალადობის წახალისებაზე, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე, პასუხისმგებელია პაპუაშვილი.

საზოგადოებას შევახსენებთ ძალადობაში პაპუაშვილის მონაწილეობის ფაქტს უახლოესი წარსულიდან, როდესაც მის მიერ აქტივისტების და მედიის მიერ ძალადობის დაანონსებას იმავე დღეს, მყისიერად მოჰყვა ზონდერების მიერ აქტივისტზე სასტიკი ძალადობა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ პროკურატურას დროული რეაგირებისკენ. ნებისმიერ ძალადობაზე პასუხისმგებლობას, ხელისუფლებასთან ერთად, ვაკისრებთ უშუალოდ პაპუაშვილს და იმ უწყებებს, რომელთა უმოქმედობა ძალადობაში თანამონაწილეობაა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა