რუხის ციხე-სიმაგრეში ჭაბუკთა შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით და ქართული ჭიდაობის ფედერაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ციხე-სიმაგრეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„ჩემპიონატის გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და სიგელები გადასცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა, ომის ვეტერანმა და, ასევე, ვეტერანმა სპორტსმენმა, გია ედილაშვილმა. სიმბოლური და ფასიანი საჩუქრები კი წილად ხვდა ასპარეზობის ყველა მონაწილეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, ასპარეზობის მონაწილე ჭაბუკმა სპორტსმენებმა, რუხის ციხიდან მოაწყვეს მსვლელობა ენგურის ხიდისკენ, სადაც, გამოფენილი იყო ბანერი, ქართულ და აფხაზურ ენებზე შესრულებული სლოგანით: ''სპორტი ძმობის ხიდია! გავერთიანდეთ და ერთად ვასახელოთ ჩვენი სამშობლო! ძალა ერთობაშია!'' ამ ორენოვანი სლოგანით გამოხატეს ქართველმა ჭაბუკებმა სიყვარული და თანადგომა აფხაზი თანატოლების მიმართ და მათ მეგობრობის ხელი გაუწოდეს.

ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით აფხაზეთის ჭიდაობის აკადემიას, "აფხაზეთის მეომართა კავშირს", ქართული ჭიდაობის ფედერაციას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოს, ყველა სახელმწიფო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა ჩართულობითა და თანადგომით ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება და მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა წინ მშვიდობისა და მეგობრობის გზაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს