გიორგი ბოტკოველი - ხელისუფლებისთვის რომ კახელი გლეხი და ზოგადად მშრომელი ადამიანი მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ უკვე დავრწმუნდით

ხელისუფლებისთვის რომ კახელი გლეხი და ზოგადად მშრომელი ადამიანი მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ უკვე დავრწმუნდით, მათ აინტერესებთ როგორ გამდიდრდებიან თვითონ - 26 ოქტომბერი არის კახელი გლეხის, კახელი მევენახის გადარჩენის თარიღი, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მიმართულების მდივანი, გიორგი ბოტკოველი პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ის რასაც პრემიერი საუბრობდა, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ მათ კახელი გლეხი არ აინტერესებთ. მისი შეფასებით, „მათ აინტერესებთ როგორ გამდიდრდებიან თვითონ და გამდიდრდებიან ის მაფიოზები, რომლებიც წლების განმავლობაში, ჩართულნი არიან რთველის პროცესში“.

,,მე ვნახე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება რთველთან დაკავშირებით და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მივაქციე ყურადღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანს კახელი გლეხისთვის ამ შემთხვევაში, თორემ ხელისუფლებისთვის რომ მნიშვნელოვანი კახელი გლეხი და ზოგადად მშრომელი ადამიანი, რომ არ არის, ამაში ჩვენ უკვე დავრწმუნდით. თურმე, წელს გაცილებით მეტი იქნება მოსავალი, ვიდრე გასულ წელს. კი, ნამდვილად, გასულ წელს მოსავალი არ ყოფილა, იმიტომ, რომ გასულ წელს სტიქიურმა უბედურებებმა არა მარტო სეტყვამ, უხვმა ნალექმა, ფაქტობრივად ძალიან ბევრ ადამიანს, მთლიანად გაუნადგურა მოსავალი და მათ არ მიეცათ საშუალება, რომ ელემენტარული იმის ფული მაინც ამოეღოთ, რაც დახარჯეს მთელი წლის განმავლობაში.

ის, რასაც ახლა საუბრობდა პრემიერი, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ მათ არ აინტერესებთ კახელი გლეხი, მათ არ აინტერესებთ მშრომელი ადამიანი, მათ აინტერესებთ როგორ გამდიდრდებიან თვითონ და გამდიდრდებიან ის მაფიოზები, რომლებიც წლების განმავლობაში, ასე ჩართულნი არიან რთველის პროცესში და არ ფიქრობენ მშრომელ ადამიანზე და ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ გამდიდრებაზე.

სახელმწიფოს მიდგომა არ გაზრდილა, სუბსიდია რაც იყო შარშან, სუბსიდია არის იმდენივე და ყურძენი ახლა თურმე ერთი ლარი ეღირება. ჩვენ კარგად გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადება 12 წლის წინ, როდესაც ის თელავის ცენტრში იდგა და საუბრობდა, რომ ერთი ლარი ქართველი გლეხისთვის დაცინვა ყოფილა და წელს იგივე თანხას გვთავაზობენ.

მთავარი გამოსავალი არის ერთი რამ, ყველა ის პროგრამა, რომელიც ხორციელდებოდა აუცილებლად, უნდა მოხმარდეს კონკრეტულად მშრომელ ადამიანს, გლეხს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შრომობს და არა ის, რომ, იშრომოს, 2 დღის განმავლობაში რიგში იდგეს და 0,90 თეთრი ან ერთი ლარი მიუგდონ და ამით, თითქოს კმაყოფილი დატოვონ. მერე ჯიბეში რამდენი ჩაიდო გლეხმა, თურმე ითვლის 200 მლნ და 300 მლნ შევიდა აი ამ ადამიანების ოჯახებში. ამიტომ, 26 ოქტომბერი არის კახელი გლეხის, კახელი მევენახის გადარჩენის თარიღი“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში