მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"თქვენ სასამართლო ინსტიტუტი შეურაცხყავით, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეთ",- მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს, რის შემდეგაც მას ჯინჯოლიამ ზრდილობისკენ მოუწოდა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

მოსამართლემ თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც ჯინჯოლიამ განმარტა, მან მხარეებს სხდომის დაწყებისას მიმართა, თუმცა, აცილების საფუძველი მხარეებს არ ჰქონიათ, გადაწყვეტილების არ მოწონების გამო კი ამ შუამდგომლობას ის არ დააკმაყოფილებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის