ზელიმხან ხანგოშვილის ძმა - არავინ გვკითხა, რომ ეკითხათ, გაცვლას დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება

გაცვლას დავთანხმდებოდით, მაგრამ არავინ გვკითხა. ამის შესახებ ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ შერეული გრძნობები აქვს, ის შვებას გრძნობს მათ გამო, ვინც რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლდა, მეორე მხრივ კი მკვლელის გათავისუფლება სტკივა.

“ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. დამცირებულად ვგრძნობთ თავს. ბავშვები ობლები არიან, ჩემი ძმა დავკარგე და მკვლელს შეუძლია თავის ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია”, - განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.

ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ ის გაცვლას დათანხმდებოდა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის არავის არაფერი არ უკითხავს.

“უბრალოდ რომ ეკითხათ ჩემთვის ან ჩვენთვის, დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, გავიგებდი, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება”, - განაცხადა ზურაბ ხანგოშვილმა.

ცნობისთვის, 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მომხდარი დიდი გაცვლის ფარგლებში გერმანიამ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, “ეფესბეს” აგენტი ვადიმ კრასიკოვი გადასცა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის