თეა გოდოლაძე - გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება

გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. როგორც მათ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, კვლევისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა სატელიტური მონაცემების და სეისმური მონაცემების ანალიზზე და შემდეგ ეს ორი მონაცემი შეჯერდა.

„გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა ვერ გავიგებდით, რომ იქ 2 საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობდა. ღარის ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე, ფაქტობრივად, ცხადია, რომ პროცესებმა, კლდის დაშლამ ინტენსიური სახე მიიღო უკვე თბილისის დროით, 13:00 საათზე. ჩამოშლილმა მასამ დაახლოებით 12 კმ გაიარა, საუბარია 3 მილიონ კუბ მასაზე. დიდი მასაა ხეობაში ჩამოტანილი, დაწყებული კლდის ნამსხვრევებიდან, ლოდები დაახლოებით 200 ტონაა. უზარმაზარ ქვებზე და ლოდებზეა საუბარი, რომელიც ჩამოიტანა მდინარემ შოვის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოტანის აგენტად გვევლინება წყალი, ეს საკმარისი წყალი იყო იმისთვის, რომ ხელშემწყობი პირობა ყოფილიყო ამ დიდი მასის ტრანსპორტირებისთვის მდინარის ხეობაში. ზუსტად ტრანსპორტირების დროს არის შეგროვებული 3 მლნ კუბი, რაც ვიხილეთ შოვის ტერიტორიაზე“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ. მისი თქმით, რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ადამიანების ევაკუაცია აუცილებლად შეიძლებოდა, სხვა, ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დიდი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენაა მომხდარი.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ სტიქიის კერაში პატარა მასშტაბის ჩამოშლები, ეს იქნება ნატეხოვანი თუ ტალახოვანი ღვარები, წლების განმავლობაში არსებობს, მაგალითად - 2005, 2011 და 2015 წლიდან არის ჩამოშლები, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდება 2023 წელს, სტიქიამდე.

„ასეთი აქტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაც კატასტროფას მოასწავებს, რომელი მოხდა შოვში, თუმცა ეს იძლევა სიგნალს, მინიშნებას, რომ ადგილი შესამოწმებელია.

ჩვენ ყოველთვის ვახსენებდით, რომ სტიქიის აქტიური ფაზა დაიწყო შუა დღის, დაახლოებით 15:00 საათზე, მაგრამ სეისმური მონაცემების უფრო დეტალურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ კლდის დაშლის პროცესი დაწყებულია თბილისის დროით 13:00 საათზე, ანუ აქტიურ ფაზამდე 2 საათით ადრე. დაშლის პროცესი დაიწყო ორი საათით ადრე, მაგრამ ნაშალი მასალა შოვამდე არ ჩამოსულა, შოვამდე ახლოსაც კი არ მისულა. სამაგიეროდ, შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე, ორო საათის შემდეგ და აქ ვთვლით, რომ მთავარი განსხვავება ის არის, რომ დაშლის პროცესმა „ჩაითრია” გარკვეული სახის წყლის რეზერვუარები, ანუ პროცესს დაემატა წყალი და სამწუხაროდ, ამან უზრუნველყო ამ მასის შოვამდე ჩამოტანა.

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეადგინა მონაცემთა ბაზა, სადაც ჩანს, რომ კავკასიონზე არის ათობით უბანი, რომელიც პერიოდულად იშლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კატასტროფა ხდება კავკასიონზე. აქედან გამომდინარე მივდივართ იქამდე, რომ ჩვენი ჯგუფიც ეთანხმება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს დაძაბული არეალები და იქ გაიმართოს ადრეული შეტყობინების სისტემები. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ არ ვართ მზად, არ გვაქვს საკმარისი ტექნოლოგიები, არ გვყავს კადრები, რომ ასეთი გამოწვევები მივიღოთ და პასუხი გავცეთ“, - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

ამასთან, როგორც სუხიშვილმა აღნიშნა, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოიცავს ათამდე ქვეყანას, მათ შორის კანადას, აშშ-ს, შოტლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ჩილეს და ჯამში, ქართველი მეცნიერების ჩათვლით საუბარია 25 მეცნიერზე.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს