გიორგი ვაშაძე - ერთი წელი გავიდა შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან - სამწუხაროდ, ისევ პრობლემაა სამაშველო სამსახურები, კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტი, ეს უნდა მუშაობდეს საათის მექანიზმივით

ერთი წელი გავიდა შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან. სამწუხაროდ, ისევ პრობლემაა სამაშველო სამსახურები, ისევ პრობლემაა კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტი. ეს უნდა მუშაობდეს საათის მექანიზმივით, რომ საქართველოს მოქალაქე თავს გრძნობდეს დაცულად, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველი რასაც გააკეთებენ, სწორედ ამ უსაფრთხოების სისტემების აწყობა იქნება.

„26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და პირობას გაძლევთ, ნომერ პირველი რაც იქნება, ამ სისტემებს ავაწყობთ საათის მექანიზმივით, ევროპული სტანდარტით. ზუსტად ვიცი ეს მართვის სისტემები როგორ უნდა დალაგდეს და ყველა მოქალაქის სიცოცხლე იქნება ყოველთვის დაცული. სამაშველო ოპერაციები დაგვიანდა, ღამით სამაშველო ოპერაციები შეწყდა, უამრავი საკითხი იყო, რომელმაც დიდი ტრაგედია გამოიწვია და ამ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ იმ გარემოში, სადაც ადამიანს ეიმედება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ გაჭირვებაში გვერდში დაუდგება და დაიხსნის პრობლემებისგან.“- განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის