ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ გვინდა ვუთხრათ თანამოქალაქეებს, რას ვაპირებთ გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე - ეს არის 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილი,  მეგაპროექტების დასრულება, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მობრუნება ქვეყნის

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, თელავში მიმდინარე „დემფესტზე“ მედიასთან საუბრისას, იმ გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისი გუნდი განახორციელებს.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 1000 ლარი გახდება და 200 000 მეტი სამუშაო ადგილი შეიქნება.

„ჩვენ გვინდა ვუთხრათ ჩვენს თანამოქალაქეებს ის, თუ რას ვაპირებთ გავაკეთოთ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ეს არის 1000-ლარიანი პენსია, ეს არის 200 000 სამუშაო ადგილი, ეს არის მეგაპროექტების დასრულება, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მობრუნება ჩვენი ქვეყნის, ეს არის ემიგრაციის დაბრუნება სამშობლოში. აი, ამაზე ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს და დღესაც ჩვენი დრო იქნება დათმობილი სწორედ ჩვენი პროგრამის გასაცნობად მოსულ ადამიანებთან ურთიერთობას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში