აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ის ბრალდებას არ ეთანხმება

თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა განმარტა, სადიგოვის დაკავების შემდგომ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე აზერბაიჯანის მხარის მიერ შესაბამისი მასალებია გამოგზავნილი.

მისივე თქმით, ამის შესაბამისად, პროკურატურამ დღეს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრების თაობაზე მიმართა.

„მიმალვის საფრთხე არსებობს და აქედან გამომდინარე მივიჩნიეთ, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას [პატიმრობა].

როდესაც ჩამოსული იყო ძებნა არ იყო გამოცხადებული. ძებნა როდესაც გამოცხადებული არ არის და იმ დროს არ ხორციელდება დევნა, იმ პერიოდშია შემოსული“, - განაცხადა პროკურორმა.

დაკავებულის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარის გამოგზავნილ მასალებში ზოგადი მითითებებია და კონკრეტული მტკიცებულებები არ დევს.

მისივე თქმით, ბრალდებული ბრალს არ ეთანხმება.

„დოკუმენტები ძირითადად, აზერბაიჯანული მხარისგანაა გამოგზავნილი. ეს არის ბრალდების შესახებ დადგენილება, სასამართლოს გადაწყვეტილება პირის აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეფარდებასა და ძებნასთან დაკავშირებით. სხვა დოკუმენტები აქ არ არის.

მხოლოდ ზოგადი მითითებაა, რომ ამ პიროვნებამ ეს ჩაიდინა. დანარჩენი, რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულებები არ დევს. მოკლე ფაბულაა აღწერილი, რაში ედავებიან აღნიშნულ პიროვნებას. თავად ბრალს არ ეთანხმება“, - განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს