ირაკლი ნადარეიშვილი - ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა  ქუთაისს აქცევს მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრად რეგიონში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა ძალიან მოკლე პერიოდში ქუთაისს აქცევს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზიდულობის ცენტრად რეგიონში მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ქუთაისში აღნიშნული პროექტის განხორციელება წარმოადგენს იმ პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

„ბოლო წლებში საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, იმუშაონ ინოვაციური იდეების განხორციელებაზე, ჰქონდეთ წვდომა როგორც სახელმწიფო პროგრამებზე, ასევე გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაზე,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს სიახლოვე საერთაშორისო აეროპორტთან და ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, რომელიც გამორჩეულია როგორც რეგიონის, ასევე გლობალური მასშტაბით. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისზე, როგორც ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების წარმატებული სკოლის მქონე ქალაქზე.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, ასევე, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. კომპლექსში ასევე გამოიყოფა ფართი IT კომპანიებისთვის, რომლებიც ბოლო წლებია საქართველოში წარმატებით საქმიანობენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ