„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი - „ქართულ ოცნებას“ სისრულეში მოჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დიდი ხნის ოცნება, არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დონის თანამედროვე, სამეცნიერო, ლაბორატორიულმა სისტემებმა

„ქართულ ოცნებას“ სისრულეში მოჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დიდი ხნის ოცნება, არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დონის თანამედროვე, სამეცნიერო, ლაბორატორიულმა სისტემებმა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ანი ქავთარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა.

„ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ლუგარის ლაბორატორიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული სწორედ, ჩვენი ხელისუფლების მიერ ინიცირებული „რუსული კანონის“, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის, ანტიდასავლური რიტორიკის და ქმედებების დამსახურებაა, ხელისუფლების, რომელიც აგრძელებს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებზე თავდასხმას, შეურაცხყოფას, დემოკრატიული ღირებულებების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ფეხქვეშ გათელვას. ლუგარის ცენტრს და მის თანამშრომლებს უდიდესი წვრილი მიუძღვით არაერთი დაავადების, არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევითი, არამედ კლინიკური საქმიანობის ნაწილშიც, მათ შორის ქვეყნისთვის ისეთ მძიმე და რთულ პერიოდში, როგორიც კოვიდ პანდემია იყო. „ქართულ ოცნებას“ სისრულეში მოჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დიდი ხნის ოცნება, არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დონის თანამედროვე, სამეცნიერო, ლაბორატორიულმა სისტემებმა, რომლებიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას ქართული ჯანდაცვის სისტემაში და მასში შემავალი უმნიშვნელოვანესი რგოლები კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პრევენციული მედიცინის საყრდენსა და საფუძველს, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ კავკასიის რეგიონისთვის, როგორც ბიოსამედიცინო, ასევე ბიოუსაფრთხოებაში, სამეცნიერო კვლევებისთვის, როგორც სტუდენტების, ასევე მაგისტრებისა და დოქტორანტების მოსამზადებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესზე, რომლის შედეგადაც ცენტრი ვეღარ მიიღებს ყოველწლიურად 10 მილიონ დოლარს სამეცნიერო პროექტებისა და პერსონალის გადამზადებისთვის, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის და ბიოუსაფრთხოების სფეროში ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამებისთვის, პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მზად არის დარტყმის ქვეშ დააყენოს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ანი ქავთარაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა. „ფორმულას“ ინფორმაციის თანახმად კი, აღნიშნული დაფინანსების ნაწილში ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც მოხვდა, რომელსაც აშშ-სგან ფინანსური დახმარება შეუჩერდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს