სალომე ზურაბიშვილი - დიასპორას ყველაფერს უკეთებენ, რომ არ მისცენ საშუალება, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა - რაც უფრო გააბრაზებენ დიასპორას, დიასპორა უფრო გაბრაზდება

დიასპორას, რაც შეიძლება, ყველაფერს უკეთებენ, რომ არ მისცენ საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს , - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ ის დიასპორას გააბრაზებს, ისინი უფრო მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

მისივე თქმით, დიასპორის პირდაპირი თუ ირიბი გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე უდიდესი იქნება.

„დაჟინებული ნათქვამი - „არა, არ გავხსნით არცერთ უბანს“, ვითომ ვინმე ითხოვდეს, რომ 500 უბანი გახსენით, ყველამ ვიცით, რომ ასე არ არის, რამდენიმე ქალაქზე იყო საუბარი, რომელიც ვერ აიტანს რამდენიმე ათას ამომრჩეველს ერთ დღეში. ეს ადამიანები მუშაობენ, ამ ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ ორი დღით ჩამოვიდნენ დედაქალაქში და იქ დარჩნენ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მუშაობს ამ მიმართულებით, რომ დაეხმარონ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოინდომებს სადმე ჩასვლას. მობილიზაცია იქნება და რაც უფრო გააბრაზებენ დიასპორას, დიასპორა უფრო გაბრაზდება და უფრო მიიღებს მონაწილეობას.

გვახსოვდეს, რომ ერთ მილიონზე მეტი არიან დღეს, უცხოეთში, დასავლეთში, ევროპულ და ამერიკის ქვეყნებში და ბოლო არჩევნებზე 17 ათასმა მიიღო მონაწილეობა. ამ ციფრის გაზრდა ძალიან მარტივია. არ ეგონოს ხელისუფლებას, რომ დაუშლის დიასპორას თავისი ხმის გამოხატვას იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის სრული ნაწილი. ძალიან ბევრს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის. რომც ვერ მისცეს იქ ვიღაცამ ხმა, ალბათ თავის ოჯახს, რომელსაც ეხმარება, იქიდან ეტყვის, ვის უნდა მისცეს ხმა. ისინი არიან ევროპაში და ამერიკაში და არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ თავიანთი ქვეყანა იქ გამოჩნდეს, როგორც მტრული ქვეყანა, რომელმაც ზურგი შეუბრუნა ევროპას და ამერიკას. მათი გავლენა პირდაპირ და ირიბად იქნება ძალიან დიდი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა