პრეზიდენტი - ტექნიკური მთავრობა წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული - საზოგადოებამ უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნება მოკლევადიანი მთავრობა

ტექნიკური მთავრობა წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული - საზოგადოებამ უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნება მოკლევადიანი მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტექნიკური მთავრობა საიდუმლო არ უნდა იყოს.

“ჩემი გაგებით, ტექნიკური მთავრობა წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული. ეს არ არის საიდუმლო, დამალული რაღაც, რომელსაც გამოვიტან არჩევნების შემდეგ. თუ საუბარია, რომ საზოგადოებაში ნდობა უნდა აიწიოს, სწორედ საუბარია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნება მოკლევადიანი მთავრობა, რომელი პარტიები იქნებიან პარლამენტში ერთი წლით”, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ფაქტია, რომ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე ვერ გაიხსნება.

“ოქტომბერში რაც იქნება კომისიის დასკვნები, დღევანდელ სიტუაციაზე იქნება. უკვე იწერება დასკვნები - ორი აზრი არ არის, რომ აქ არ იქნება რეკომენდაციები, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან. ფაქტია, რომ ამ პირობებში მოლაპარაკებები წლის ბოლომდე ვერ გაიხსნება. თუ არჩევნები ჩატარდა ისე, რომ მათთვის პოზიტიური მაჩვენებელი იქნება, რომ მივდივართ ევროპული გზის დაბრუნებისთვის და მოქმედებები დავიწყეთ ამ მიმართულებით, ჩვენი შანსი არსებობს მომავალ გაზაფხულზე. ეს ის ფანჯარაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრეზიდენტმა კითხვას: “პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ სად ხედავთ თქვენს როლს, როგორც ცვლილებების, ისე “ქართული ოცნების” ხელისუფლების მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში”, უპასუხა, "არ ვხედავ "ქართული ოცნების” მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას, არც მათთვის და არც ჩემთვის".

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ევროპული ძალების გამარჯვება უნდა მოიტანოს, იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ქვეყნის ბედზე და ქვეყნის მომავალზე.

"კიდევ ერთხელ, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვებაზე, რომელიმე პოლიტიკური ფიგურის გამარჯვებაზე, აქ არის ქვეყნის მომავალი და ეს ყველაზე კარგად ესმის ჩვენს ახალგაზრდობას, მათ მოვუსმინოთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის