მიხეილ სარჯველაძე - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით, არასერიოზულად გამოიყურება, ალბათ, ამას თვითონაც ხვდება

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით არასერიოზულად გამოიყურება, ალბათ, ამას თვითონაც ხვდება, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

როგორც მან აღნიშნა, დებატების შეთავაზება შეცდომაა.

„ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა და ასე შემდეგ, მტკნარი ტყუილია.

ვფიქრობ, ინიციატივა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. ალბათ, ამას თვითონაც ხვდება. თუ გაუმეორებთ კითხვას, კვლავაც არის მზად თუ არა, რომ დებატები მოითხოვოს, შესაძლოა შეცვალოს გადაწყვეტილება. სერიოზულად აღსაქმელი არ უნდა იყოს ეს განცხადება. როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა უნდა იდგეს, გამოდის ინიციატივით, დებატებში დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ეს მისი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა იყო“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“. დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი