ბექა ოდიშარია - იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას - დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან

იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, მოვუწოდებდი, კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას - დაბალი წონის სპორტსმენები ზემაღალ წონის სპორტსმენებს არასდროს ერკინებიან - ოლიმპიადის წესებით, ეს აკრძალულიც არის! ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც: - ზედაბალი წონის მქონე პოლიტიკოსი ვერ გამოიწვევს ისეთ გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია! ასეთი დებატები არ შედგება! - ეს განცხადება დღეს მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

ოდიშარიას თქმით, გაუგებარია, რაზე შეიძლება ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, "რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობის გარანტი და რომელსაც ზურაბიშვილისგან განსხვავებით საზოგადოებაში უდიდესი ნდობა აქვს".

"სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა ისეთი განცხადებებით დაიწყო, რომლის მიხედვით, ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო, იყო გაუგებარი განცხადებები რელიგიური მიმართულებით და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბეჩავი სანახაობა იქნებოდა", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“. დებატებთან დაკავშირებით განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა ახსნას თავისი ზოგიერთი პოზიცია, თუ "რას ერჩის" ქვეყანას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს