შალვა პაპუაშვილი - ჩვენის მხრიდან არავის ვაიძულებთ ფული საქართველოში დახარჯონ, ყველა საკუთარი ნებით არის! თუ ვინმეს სურს თანამშრომლობა - სურს თანამშრომლობა, ხოლო თუ არ სურს - არ სურს, იქნება ეს პარლამენტი თუ სხვა დაწესებულება

საქართველოს პარლამენტმა „გამჭვირვალობის კანონი“ ქართველი ხალხის ნებით მიიღო! - პარლამენტი ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით მოქმედებს და მის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება - კანონებსაც ვიღებთ და როცა საჭიროა, პარლამენტში ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ვახორციელებთ! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, უცხოური დონორი ორგანიზაციები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდაჭერის გამო აჩერებენ თუ არა თანამშრომლობას პარლამენტთან.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, “თუკი ვინმეს სურს, რაღაც ფინანსური თანამშრომლობის მექანიზმები ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს, ეს საერთაშორისო თანამშრომლობის და დახმარების ეთიკას ეწინააღმდეგება“.

„ყველა ქვეყანა თავის ფულს ისე განკარგავს, როგორც მისი სურვილია. ეს მათი ხალხის ფულია და ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ, საკუთარი ხალხის ფული ქართველ ხალხზე დახარჯოს. თუკი ვინმეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ თუკი ვინმეს თანამშრომლობა გავლენებში, თუნდაც საქართველოს პარლამენტზე გავლენის მოპოვებაში ერევა, ეს მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი ქართველ ხალხს წარმოადგენს და ქართველი ხალხის დაკვეთით მოქმედებს. პარლამენტმა კანონები, მათ შორის გამჭვირვალობის კანონი ქართველი ხალხის ნებით მიიღო და თუკი ვინმეს აქვს სურვილი, რომ რაღაც ფინანსური თანამშრომლობის მექანიზმები ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს, ეს საერთაშორისო თანამშრომლობის და დახმარების ეთიკას ეწინააღმდეგება.

ყველას ნებაა, თუ სურს, გადახედონ! ჩვენის მხრიდან არავის ვაიძულებთ ფული საქართველოში დახარჯონ. ყველა საკუთარი ნებით არის! თუ ვინმეს სურს თანამშრომლობა - სურს თანამშრომლობა, ხოლო თუ არ სურს თანამშრომლობა - არ სურს, იქნება ეს პარლამენტი თუ სხვა დაწესებულება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს