შალვა პაპუაშვილი - 26 ოქტომბერს არის ძალიან პრინციპული და ამავე დროს მარტივი არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის - ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკის წყალობით, საქართველო მშვიდობის კუნძულია მთლიანად რეგიონში

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ომის მანიფესტი, როდესაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა, რომ ძალაუფლება ხელში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა ჩაიგდოს, რისი შედეგიც იქნება ის, რომ ქვეყანას ომში შეათრევენ, ხოლო მეორე არჩევანი არის მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი იყოს მკაფიო.

„რა თქმა უნდა ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი იყოს მკაფიო, ამიტომაც ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის მნიშვნელოვანი, რომ მშვიდობის პოლიტიკის მიმართ დააფიქსიროს ხალხმა არჩევანი. ვხედავთ რომ ამ პოლიტიკის წყალობით, საქართველო არის მშვიდობის კუნძული მთლიანად რეგიონში. ვხედავთ როგორ საუბრები მიდის ამ დღეებში, რომ შეიძლება კიდევ ერთი ომის კერა წარმოიშვას ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს