გია ვოლსკი - მიზანი აქვთ, რომ როგორმე ტონი აიმაღლონ, იქნებ ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერი მათთან დებატებში შევიდეს - სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება, ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს

რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება - ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს! - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატებში ბიძინა ივანიშვილის გამოწვევაზე.

ვოლსკის აზრით, „ეს იმ შანტაჟსა და პოლიტიკურ სპეკულაციაზე წასვლა იქნება, რასაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ და სალომე ზურაბიშვილი სთავაზობს“.

„მიზანია, როგორმე რაღაცით ტონი აიმაღლონ, იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი, შევიდნენ მათთან დებატებში.

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით არის პოსტზე, სადაც მან ყველა ვალდებულება დაარღვია. სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი. ასეთ ვითარებაში მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. გარდა ამისა, პირდაპირ შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია სწორედ იმ მიზნით, რომ რაღაცით თავი წარმოიჩინოს, მაშინ როცა „ქართულმა ოცნებამ" ის, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა, როგორც დიასპორის წარმომადგენელი, როგორც ქალბატონი, ევროპელი წამოსწია იმ პოსტზე, რასაც ის დღეს ფორმალურად იკავებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს