დავით კირკიტაძე - ერთადერთი ქვეყანა, რომლის ინტერესშიც არ იყო, ჩვენ გვქონოდა თანამედროვე ლაბორატორია, რუსეთია - „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს კრემლის დავალებებს

ერთადერთი ქვეყანა, რომლის ინტერესშიც არ იყო, რომ ჩვენ გვქონოდა თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ჩაატარებდა შესაბამის კვლევებს, განახორციელებდა პრევენციულად ზომებს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო დაცული, არის რუსეთი. „ქართული ოცნება“ კი ზედმიწევნით ასრულებს კრემლის დავალებებს, რომელსაც, საბოლოო ჯამში, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დაასრულებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

დავით კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხს ზერელედ უდგება.

„ყველას კარგად მოეხსენება ის ტყუილების ნიაღვარი, რომელიც წარმოებს ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში, რუსული მედია საშუალებებით, რომლებიც თავიდან ბოლომდე კონტროლდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ. ერთადერთი ქვეყანა, რომლის ინტერესშიც არ იყო, რომ ჩვენ გვქონოდა თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ჩაატარებდა შესაბამის კვლევებს, განახორციელებდა პრევენციულად ზომებს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო დაცული, არის რუსეთი. ძალიან ვწუხვართ, რომ დღეს გვიწევს საუბარი, იმაზე, რომ რაღაც პროექტები და პროგრამები ჩერდება ლუგარის ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში, რომელიც დაფინანსებული, აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, ჩვენი ქვეყნის, უანგარო, კეთილი მსურველების მხრიდან, დღეს გვიწევს საუბარი შემცირებაზე, როცა სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენ გადავიტანეთ დიდი პანდემია და აქ ლუგარის ლაბორატორიის წვლილის შეფასებას დღეს აქ არ დავიწყებ, რადგან ქართველ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, თუ რა წვლილი შეიტანა ამ ლაბორატორიამ იმაში, რომ ჩვენ დაგვეძლია ეს პანდემია.

ძალიან ვწუხვარ, რომ მინისტრი სარჯველაძე ზერელედ უდგება საკითხს და ის ერთ- ორ მილიონს ისე ახსენებს, თითქოს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლისთვისაც ერთი-ორი მილიონი არაფერს არ ნიშნავს.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თითოეული მილიონი, თითოეული თეთრი დახარჯული ჩვენს ქვეყანაში ჩვენი პარტნიორებისგან, არის ჩვენი ქვეყნისთვის დიდი და მნიშვნელოვანი დახმარება. სწორედ ეს მათთვის შეიძლება არაფერი არ არის, ერთი და ორი მილიონი „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებისათვის, რომლებიც გამდიდრდნენ და ერთ და ორ მილიონს, ახლა თანხად აღარ მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ის თანხა, არამედ თითოეული თანხა, რომელიც იხარჯება ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

გარდა ამისა, ეს არის ნიშანი და დამოკიდებულება ამერიკის ჩვენი ქვეყნისადმი. ეს არის ყველაზე სამწუხარო, ამას ვერ აცნობიერებს, სამწუხაროდ, ვერც მინისტრი სარჯველაძე, თუმცა ამას, ძალიან კარგად ხვდება ქართველი ხალხი.

მათ ამ საქციელზეც, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს. ჩვენ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ პროგრამების გაფართოებაზე, უფრო მეტად დაახლოებაზე ამერიკასთან და რაზე გვიწევს საუბარი?! თუ კი ვინმე ამას აქცევს პარტიულ დაპირისპირების საგნად, ეს არის, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება. ჩვენ მხოლოდ გულისტკივილით და წუხილით ვამბობთ, რომ პროგრამები კი არ უნდა მცირდებოდეს, უნდა იზრდებოდეს. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან პროგრამები მცირდება, წყდება, იკვეცება, ურთიერთობები ცივდება, ნაცვლად გაღრმავებისა, ნაცვლად, უფრო მეტად შეკავშირებისა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მივყავართ იქამდე, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყოველდღიურად გვესმის რაღაცის შეჩერების შესახებ, რაღაცის აკრძალვის შესახებ, რაღაც ისეთზე საუბარი, რაც დღეს არ უნდა გვიწევდეს,”- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში