ბადრი ჯაფარიძე - დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთი ჩვენ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის - უახლოესი პარტნიორების მხარდაჭერა იყო გარანტი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელა წინსვლა დედაქალაქისკენ

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის - ჩვენი უახლოესი პარტნიორების მხარდაჭერა იყო იმის გარანტი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელა წინსვლა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქისკენ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.

„16 წელი გავიდა ამ ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც რუსეთის აგრესიამ გამოიწვია დიდი მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში. ეს აგრესია, ოკუპაცია გრძელდება, რომელიც უნდა დასრულდეს. დასრულდება მშვიდობიანად, დასრულდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციით, ჩვენი თანამოქალაქეების დაბრუნებით თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. იმ გმირების, რომლებიც აქ განისვენებენ, სისხლი, ღვაწლი, არასდროს იქნება დავიწყებული.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის. ამ პერიოდში, მუდმივად ხორციელდებოდა აგრესია სხვადასხვა ფორმით. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი არის სწორედ ჩვენი მეგობრების, დასავლელი სამყაროს, ჩვენი ხალხის ერთგული მეგობრების დამსახურება. ცხადია, რომ საბოლოო დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის სწორედ, მშვიდობიანად მოხდება ჩვენი მეგობრების დახმარებით.

ცხადია, ჩვენი მეგობრების მხარში დგომა და ჩვენი უახლოესი პარტნიორების მხარდაჭერა იყო იმის გარანტი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელა წინსვლა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქისკენ”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, “რატომ ამოდის “ლელო” ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს და არა 8-ში, როგორც ეს ადრე ხდებოდა”, ჯაფარიძემ განაცხადა: „აქ ამოვდივართ მაშინ, როდესაც საჭიროდ ვთვლით".

"7 აგვისტო ის თარიღია, როდესაც მათ უკანონოდ გადმოკვეთეს ჩვენი ქვეყნის საზღვარი. ამიტომ, ჩვენ ასე ვფიქრობთ, ყველას მოგიწოდებთ ასე იფიქროთ, რომ რუსეთის აგრესია არ დაწყებულა აგვისტოში. ის მიმდინარეობს დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. მათ მიერ იყო ინსპირირებული სამოქალაქო ომი, სისხლისღვრა აფხაზეთში და ცხინვალში. ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა