ირაკლი ღარიბაშვილი - პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ, ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა

პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ აქ, ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ომის დაწყების თარიღზე საუბარი უხერხულია.

„რაც შეეხება თარიღს, ხომ არ არის ძალიან უხერხული, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცების საფლავებთან ვდგავართ და უხერხულ თემაზე, თარიღთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაშინ, როცა წინა ხელისუფლება 2013 წლის ჩათვლით, 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს. ეს კითხვა დაუსვით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაშინ რატომ აღნიშნავდნენ ისინი 8 აგვისტოს და დღეს რა შეიცვალა? თარიღთან დაკავშირებული მოგონილი სპეკულაციები შემდეგი მიზნისკენ არის მიმართული, რომ რამენაირად მოახდინონ მთავარი აქცენტის გადატანა თარიღთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თარიღს, ჩვენმა ხელისუფლებამ სასამართლოში დაიცვა ბოლომდე, უკომპრომისოდ ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის, ჯარისკაცების ინტერესები, სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ყველა სასამართლო პირწმინდად მოვიგეთ. ამიტომ, დაანებეთ ამ უსაფუძვლო სპეკულაციებს თავი. ჯერ კიდევ უპასუხისმგებლო ოპონენტებს მინდა მივმართო, ადამიანებს, რომლებიც ამ უბედურების და ტრაგედიის შემოქმედი არიან, თარიღთან დაკავშირებით ამ სპეკულაციებს ბედავენ.

რუსეთის ჯარმა ჩვენი ტერიტორია 2007 წელს დატოვა, არც ერთი რუსი ჯარისკაცი საქართველოში აღარ იყო 2007 წელს. კითხვა დასვით მეგობრებო, როგორ მოახერხა ამ უგუნურმა, გამყიდველმა, სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ რამდენიმე თვეში უფრო დიდი ძალით დააბრუნა? როცა შენ ხარ ხელისუფლება, როცა შენ გაქვს ძალა, ეს რისკები გათვალო, შენს ხალხს აარიდო ომი იქნება, ესკალაცია თუ ნებისმიერი კონფლიქტი, ეს შენი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, რუსეთის ფედერაცია არის ოკუპანტი ჩვენი ტერიტორიების.

პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ აქ, ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, მაგრამ მე რა აქცენტებიც გავაკეთე და არამხოლოდ, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. კოდორის ხეობა, რომელიც საერთოდ მანამდე არ ფიგურირებდა, არც არავითარი პრეტენზია არ გამოგვითქვამს, არც სეპარატისტს აფხაზებს, არც არავის, როგორ მოხდა, რომ 5 დღეში, უბრძოლველად ჩააბარეს ოკუპანტებს, გადასცეს და საერთოდ დაიკარგა და ამაზე კითხვას არავინ აღარ სვამს. თქვენი მეუბნებით, რომ კითხვა არ უნდა დავსვა? ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას და სეპარატისტებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი