ნიკა გვარამია ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან - ეს მიღება არ იყო ადგილი იმისთვის, რომ ჩვენ კრიტიკული შეფასებები მოგვესმინა -  მოვისმინეთ მხარდაჭერის სრული გარანტიები

ეს მიღება არ იყო ადგილი იმისთვის, რომ ჩვენ კრიტიკული შეფასებები მოგვესმინა - მოვისმინეთ მხარდაჭერის სრული გარანტიები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს იყო შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ და ყველაზე უფრო გამორჩეულ მეგობართან.

„ეს მიღება არ იყო ადგილი იმისთვის, რომ ჩვენ კრიტიკული შეფასებები მოგვესმინა. რადგან ეს შეფასებები ვიცით. ასეთი შეფასებები გაკეთდა არამხოლოდ დღეს, არამედ გაკეთდება მომავალშიც. ეს იყო შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ და ყველაზე უფრო გამორჩეულ მეგობართან. მოვისმინეთ მხარდაჭერის სრული გარანტიები. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო და გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცალ-ცალკე ქალბატონ სენატორთან“, - აღნიშნა გვარამიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის