ჯანდაცვის მინისტრი - ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს საფრთხე არ ემუქრება - კვლევების განხორციელება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები

ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი საგანმანათლებლო დაფინანსება ხორციელდება, თუმცა ეს არ არის ძირითადი ფუნქციის განხორციელება ამ დაწესებულების მხრიდან. ტრენინგებისა და კვლევების განხორციელება. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დაწესებულება თავის ძირითად უფლებამოსილებას სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს.

აქ საუბარია დამატებით გარკვეული ფუნქციების განხორციელებაზე. როგორიცაა კვლევითი მიმართულებების განვითარება. ეს არ ნიშნავს რომ ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ფუნქციონირებას რაიმე ფორმით შეიძლება ხელი შეეშალოს. ეს არ არის ამ მასშტაბის დაფინანსება. ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო და ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქიდან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას.

მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები. ამით, რა თქმა უნდა, ისარგებლებს ამერიკული და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, რომელიც ამ კვლევაშია ჩართული.

ასეთ ფონზე, ასეთი ჰუმანიტარულო სფეროს შემხებლობა არავისთვის მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო. არ არის ეს ის სფერო, რომლის ინტერესებიც შეიძლება დაზიანების რისკებს დაექვემდებაროს, რაც არ უნდა ეს პოლიტიკურად საინტერესო იყოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო