არჩილ გორდულაძე - რაც არ უნდა გააკეთოს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ იმისთვის, რომ როგორმე ქართველი ხალხი მოატყუოს, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს - ძალაუფლების ხელში ჩაგდება იმისთვის სჭირდებათ, რომ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს

რაც არ უნდა გააკეთოს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ იმისთვის, რომ როგორმე ქართველი ხალხი მოატყუოს, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს - ძალაუფლების ხელში ჩაგდება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ მეორე თუ მესამე დღიდან ამ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, არსებობს უდიდესი რისკები იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში საომარი ვითარება შეიქმნას.

„რაც არ უნდა გააკეთოს კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” იმისთვის, რომ როგორმე ქართველი ხალხი მოატყუოს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. რაც არ უნდა დაიშალონ თუ შეერწყან ერთმანეთს, ვერ მოატყუებენ ვერც ჩვენს საზოგადოებას, ვერც ამომრჩეველს. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ, რომ როგორღაც ბარიერი გადალახონ, როგორმე მანდატები მოიპოვონ პარლამენტში და როგორმე ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში. ძალაუფლების ხელში ჩაგდება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის სჭირდებათ, რომ მეორე თუ მესამე დღიდან ამ ქვეყანაში არეულობა დაიწყოს. არსებობს უდიდესი რისკები იმისა, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ქვეყანაში საომარი ვითარებაც კი შეიქმნას. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კარგად ხედავს და იმაზე ბევრად კარგად აფასებს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს წარმოუდგენიათ.

მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები იმასაც კი ბედავენ, რომ წლების განმავლობაში საუბრობდნენ, რომ ომში ჩართულ ქვეყანას უნდა დავეხმაროთ სამხედრო შეიარაღებით და ტრანსპორტიორებით, უნდა გავუშვათ სახელმწიფო ბორტით ჩვენი მოხალისეები, უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი ურთიერთობა რუსეთთან და წლების შემდეგ უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი უნდა დავიწყებოდა საზოგადოებას და ნარატივი მთლიანად შეცვალეს. ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებენ, რომ როგორმე ვინმე მოატყუონ და შეაცდინონ, რაც არ გამოუვათ. მათი შანსი 26 ოქტომბერს ნულოვანია. “ნაციონალური მოძრაობის” ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეძლებს, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს”, - აღნიშნა გორდულაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება