რუსთავის მერიამ, რუსთაველ ოლიმპიელებს - ბრინჯაოს პრიზიორს ლაშა გურულს და მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილს, ფულადი ჯილდო გადასცა

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რუსთავში, კონცერტით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით რუსთავის პარკში, მაყურებლის წინაშე Tika Balanchine & New One წარდგნენ. კონცერტის მიმდინარეობისას, სცენაზე ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსთაველი სპორტსმენი ლაშა გურული და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი მიიწვიეს. რუსთაველ ოლიმპიელებს, რუსთავის მერიამ ფულადი ჯილდო 10 000 - 10 000 ლარი გადასცა. სიმბოლური საჩუქარი გადაეცა ლაშა ბექაურსაც.

როგორც რუსთავის მერმა განმარტა, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს რუსთაველი სპორტსმენების მიმართ.

"ძალიან ემოციური და პოზიტიური საღამო გამოვიდა. რუსთაველების სახელით, ჩვენი განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატეთ, საამაყო რუსთაველი სპორტსმენების- ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის ლაშა გურულის და მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი სარდალაშვილის მიმართ. სტუმრად გვყავდა ჩვენი ქვეყნის სიამაყე- ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომლის სტუმრობაც განსაკუთრებული სიურპრიზი იყო რუსთაველი ახალგაზრდებისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს“,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, წარმატებულ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

"ჩვენი ქვეყნის და ქალაქის საამაყო სპორტსმენებს ლაშა გურულს და გიორგი სარდალაშვილს, რუსთაველების სახელით, ფულადი ჯილდო, 10 ათასი ლარი გადასცა რუსთავის მერიამ. სტუმრად გვყავდა ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც. წარმატება მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს", - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

როგორც პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ლაშა გურულმა განმარტა, ის მოხარულია, რომ აფასებენ მათ წარმატებებს.

"მიხარია, რომ ჩვენი ქალაქი ასე თბილად დაგვხვდა და ასე აფასებენ ჩვენს წარმატებებს, დიდი მადლობა ამ დაფასებისთვის", - განაცხადა ლაშა გურულმა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში