საქალაქო სასამართლოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა.

მას გამოძიება ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავებას და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე გამოკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ არ იციან, თუ ვინ ისროლა ქვა. უფლებადამცველის განმარტებით, ქვის სროლის ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც არ არსებობს და ფრიდონ ბუბუტეიშვილი „პოლიტიკურად ტყვედ ჰყავთ აყვანილი“.

„დღეს სასამართლოზე, რასაც დაცვის მხარე ვამბობთ, სწორედ ის დამტკიცდა - მოწმეებმა თქვეს, რომ ამოვიღეთ სხვადასხვა რაღაცები, არ ვიცით ვინ ისროლაო. პროკურატურის განმარტებით, ბუბუტეიშვილმა ქვა ისროლა და ე.წ. ერთ-ერთ დაზარალებულს მოხვდა. როდესაც დაცვის მხარე ვუსვამთ კითხვას, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ათეულობით კამერა იყო, როგორ შეიძლება ამ კამერას არ დაეფიქსირებინა ამ ქვის სროლა და შემდეგ მოხვედრა?! ესეც სამართლებრივი აბსურდია იმ გარემოებებში, როდესაც აბრალებენ, რომ ბუბუტეიშვილმა ქვა ისროლა და მერე თურმე ჭიშკარს გადააფრინდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ იქ იყვნენ „რობოკოპები“, წყლის ჭავლის მანქანა, სპეცდანიშნულების რაზმები. ყველას თურმე გადააფრინდა და ე.წ. დაზარალებულს მოხვდა. ეს ყველაფერი სასამართლოზე სამართლებრივად არ დამტკიცდება, მაგრამ დღემდე, აღნიშნული ახალგაზრდა პოლიტიკურად ტყვედ ჰყავთ აყვანილი", - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, დაკავებულის მიერ ქვის სროლის ფაქტი ვიდეოჩანაწერზე არის ასახული და არიან მოწმეებიც.

„ფაქტი, რომ ქვა მეხანძრე-მაშველს მოხვდა, ამაზე თავად მეხანძრე-მაშველი მიუთითებს. კონკრეტულ შემთხვევაში ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი. საქმეზე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებებით, ეს მის მიერ დადასტურდა. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე არაერთი მეხანძრე-მაშველი იმყოფებოდა. ფაქტი უშუალოდ სამმა პირმა დაინახა, რომელიც გამოიკითხნენ და გამოძიებას შესაბამისი ჩვენება მისცეს. მათი ჩვენება გამოძიებისთვის სარწმუნო არის იმის გათვალისწინებით, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილი რამდენჯერმე იყო პარლამენტის ჭიშკარზე ასული ისე, რომ მისი იდენტიფიცირება კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო“,-განაცხადა პროკურორმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება