დავით კირკიტაძე - ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა “ქართული ოცნება" დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა

ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა “ქართული ოცნება" დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ OOCRP-ის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი საზოგადოებას ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უმალავენ.

„ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია, შემჩნეულია ფინანსურ მაქინაციებში: ისინი მალავენ თავიანთ ქონებას და ამასთან, საქართველოს ბიუჯეტში ერთ თეთრსაც კი არ იხდიან. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალები იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია, თუ როგორ მალავენ ივანიშვილის ოჯახის წევრები ქონებას რუსეთში, მაგრამ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები აღმოჩნდა.

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, „აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი - გაცილებით მეტი“.

ამასთან, მათივე ცნობით, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით, 9,000 დოლარად (დაახლოებით, 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, „ვითიბი ბანკი“ და „სბერბანკი“.

„ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს. მოსკოვური ქონების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერის რანგში შევსებულ ერთადერთ დეკლარაციაში ნახსენები აქვს. თუმცა, ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში 2021 და 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ, მოხდა“, -აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი