გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში 16-17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 16 აგვისტოს შესაძლოა გაწვიმდეს, ხოლო 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 16-17 აგვისტოს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 16-17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: meteo.gov.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს