ალეკო ელისაშვილი - ნაკლებად წარმომიდგენია გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობა, თუმცა წარმატებას ვუსურვებ - აბსოლუტურ მორატორიუმს ვაცხადებ, ძვირი არ დამცდება, რაც არ უნდა მლანძღონ

ნაკლებად წარმომიდგენია გიგა ბოკერიასთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობა, თუმცა წარმატებას ვუსურვებ, - ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კითხვას, განიხილავს თუ არა „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრებთან წინასაარჩევნოდ რაიმე სახის თანამშრომლობას.

ელისაშვილმა „ევროპული საქართველოდან“ გასულ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ახალ პარტიას დააფუძნებენ, წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ სხვა პარტიების კრიტიკაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.

„პირადად, არჩევნებამდე სრული მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული დანარჩენი ოპოზიციური ძალებისა და პარტიების რაიმე სახის კრიტიკაზე. ვიღაც მომწონს, ვიღაც არა, ზოგი შეიძლება ძალიან მომწონდეს და ზოგი არა, მაგრამ აბსოლუტურ მორატორიუმს ვაცხადებ. ძვირი არ დამცდება, რაც არ უნდა მლანძღონ ან თუნდაც თავს დაგვესხან მე ან თუნდაც ჩვენს კოალიციას. პირადად, არ ვაპირებ, რომ ხურდა დავუბრუნო. ასე, რომ წარმატებას ვუსურვებ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის სახელწოდება იქნება „ფედერალისტები“. პარტიის პრეზენტაცია, დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.

როგორც ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, პარტიის ყრილობა სექტემბერში ჩატარდება და სწორედ ამ პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა ფორმით მიიღებს ახალი პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე