მიხაილო პოდოლიაკი კურსკის ოპერაციაზე - იყო განხილვები პარტნიორ ძალებთან, მაგრამ არა საჯარო დონეზე

უკრაინის მოულოდნელი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ვაიძულოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რომ უკრაინელების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრამ რუსებს ვლადიმერ პუტინის ომის მკაცრი რეალობა აჩვენა.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აბსოლუტურად მკაფიო ინსტრუმენტები, რათა ვაიძულოთ რუსეთი მოლაპარაკებაში ჩაერთოს. ერთ-ერთი მათგანი იძულების სამხედრო ინსტრუმენტია. ანუ, ეკონომიკური და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენების გარდა, რუსეთს მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი უნდა მივაყენოთ. კურსკის რეგიონში ჩვენ ვხედავთ იძულების ამ სამხედრო ინსტრუმენტის ოპტიმიზაციას, რათა რუსეთს მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა ვაიძულოთ“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი განმარტებით, უნდა არსებობდეს სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს, ომი შეწყვიტოს.

„ერთი შეჭრა არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ პუტინმა გააცნობიეროს, რომ ომი ამად არ ღირს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

„რუსები არ განიხილავენ ომს და ისინი, ზოგადად, თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან ომი სადღაც მიმდინარეობს, ვიღაცას კლავენ. მათთვის საინტერესოა ტელევიზორში ყურება. მაგრამ როცა ომი რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მათ, რა თქმა უნდა, ეშინიათ. ისინი შოკში არიან. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ეს ასევე გავლენის იარაღია“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი მტკიცებით, კიევმა პარტნიორებთან ერთად განიხილა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში მანამ, სანამ ის დაიწყებოდა, მაგრამ არა საჯაროდ.

„არის გარკვეული რამ, რაც უნდა გაკეთდეს მოულოდნელობის ელემენტით და უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე. თუმცა, იყო განხილვები პარტნიორ ძალებს შორის, უბრალოდ არა საჯარო დონეზე”, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მანამდე, უკრაინის მთავარი დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო და აშშ, აცხადებდნენ, რომ თავდასხმის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ იყვნენ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ