რატი იონათამიშვილი - ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს - სახელმწიფოსგან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება

არავის მივცემ უფლებას პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება, - ამის შესახებ პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკიდურესად მიუღებელია და უპასუხისმგებლოა, ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის პარალიმპიელების სახელის გამოყენებას.

„არავის მივცემ უფლებას პარალიმპიელთა სახელი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და, მით უმეტეს, ინტრიგებისთვის გამოიყენოს! სახელმწიფოს მხრიდან ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობების მიმართ თანაბარი მიდგომები რომ დაცულია, ეს კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასტურდება. კერძოდ, თანაბარი სტიპენდიების პროგრამა, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების სამართლებრივი სტატუსი, სპორტსმენებისა და პარაათლეტების, ასევე, მწვრთნელბისა და ექიმების დაფასება/წახალისების პროგრამები და, რაც მნიშვნელოვანია - თანაბარი პრემიების დაწესება ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გამარჯვებულთა და პრიზიორებისთვის.

ასევე, სალომე ზურაბიშვილს პარალიმპიელები არ გახსენებია ოლიმპიელთა გაცილების დღეს, როცა სიტყვითაც გამოვიდა. თუ დისკრიმინაციად მიაჩნდა ეს და ახლა ხელოვნურ მომიზეზებას არ აქვს ადგილი მისი მხრიდან, მაშინ რატომ დუმდა 23 ივლისს? რატომ არაფერი თქვა? საზოგადოებამ, ასევე, იხილა პარალიმპიელთა გაცილების ღონისძიება 31 ივლისს, რომელიც უმაღლეს დონეზე გაიმართა და პარალიმპიური სპორტის პოპულარიზაციისთვის იყო უმნიშვნელოვანესი ღონისძიება.

მისი “ლოგიკით”, დისკრიმინაციაა ისიც, რომ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონია პარიზში ცალ-ცალკე იმართება. რაც, რა თქმა უნდა, არასერიოზული და სასაცილოა.

და ბოლოს, მით უმეტეს მაშინ, როცა პარალიმპიადის გახსნამდე დღეებია დარჩენილი და ჩვენი პარაათლეტები საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პარიზი2024-სთვის აქტიურად ემზადებიან, საწვრთნელ შეკრებებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთსა და იტალიაში გადიან, მათი ხსენება პოლიტიკური დღის წესრიგისთვის არის უკიდურესად მიუღებელი და უპასუხისმგებლო!“ - წერს რატი იონათამიშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა