სოფელ დიღომში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.

„განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ლ.ქ., ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის დაკავებული არიან - 1989 წელს დაბადებული ო.ბ. და 2005 წელს დაბადებული ნ.ფ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ჯ.ფ.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ბრალდებულმა ლ.ქ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, სოფელ დიღომში, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ახლობელს 1987 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ქ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ქ. კახეთში დააკავეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, ბრალდებულის და მოკლულის საერთო მეგობრები - ო.ბ. და ნ.ფ., რომლებმაც მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ჯ.ფ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს