ნიკოლაი პატრუშევი - 2008 წელს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა ამერიკელების ორგანიზებული იყო

2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა შეერთებული შტატების მიერ იყო ორგანიზებული, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა და საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

„ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეულებრივი თანამგზავრია. სწორედ ამერიკელებმა მოაწყვეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. აშშ-ის პირდაპირმა ჩარევამ საქართველოს საქმეებში გამოიწვია მისი შემადგენლობიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იცის, რომ ამერიკელების ქმედებებისთვის თავისი ტანჯვით იხდის“, - აღნიშნა პატრუშევმა, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს