ლევან მაჭავარიანი - გია ხუხაშვილი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, შესაბამისად, არასერიოზულია მისი მხრიდან ნებისმიერი სახის კომენტარი

ბატონი ხუხაშვილის ნებისმიერი კომენტარი არასერიოზულია, რა თქმა უნდა. იგი ჩვენ გავაგდეთ ჩვენი გუნდიდან, შესაბამისად, არის გაბოროტებული, შურით სავსე პიროვნება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა.

მისი თქმით, ხუხაშვილის ვარაუდი, თითქოს, აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილმა ან ირაკლი შოთაძემ მმართველი გუნდის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ჩაიტანეს, რასაც ჰელსინკის კომისიის განცხადება მოჰყვა, „სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან "ქართული ოცნების" გუნდი ერთიანი და შეკრულია“.

მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "ქართულ ოცნებაში" არც მოსახლეობისთვის და არც პარტნიორებისთვის არაფერი აქვთ დასამალი.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ვიღაცამ რაღაც ჩვენი გუნდიდან გაიტანა, ორად დავყოფდი მაგ თემას: ერთი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ასეთი შეკრული, ასეთი შედუღაბებული, ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა და მეორე - ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს არც ჩვენი მოსახლეობისგან და არც ჩვენი პარტნიორებისგან. შესაბამისად, როდესაც დასამალი არაფერი გაქვს, გასატანიც არაფერია.

ბატონ ხუხაშვილზე იმასაც ვიტყოდი, რომ იგი დადასტურებულად არის ორი ქვეყნის აგენტი. მე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, თუმცა, ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით და შესაბამისად, არასერიოზული არის მისი მხრიდან ნებისმიერი სახის კომენტარი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს