კობა ნაყოფია - მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის პრორუსული "ქართული ოცნება"

მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის პრორუსული "ქართული ოცნება", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფია განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ერთობის მომხრეა, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პარტია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს.

"მე "ნაციონალური მოძრაობა" არ დამიტოვებია და სადაც ვიყავი, იქ ვრჩები, წინადადება შემომთავაზა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ გარკვეული პოზიცია დამეკავებინა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ამაზე პარტიაშიც გვქონდა დისკუსია და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის, ასევე ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას", იმ ადამიანებს, ვინც დღეს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. გეგმებს რაც შეეხება, მთავარი გეგმა არის დიდი გამარჯვება 26 ოქტომბერს.

მოგეხსენებათ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე დიდი და მყარი ოპოზიციური პარტია და მე ვისურვებდი, რომ უფრო დიდი პოლიტიკური ერთობა გვენახოს. "ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ გამოუთქვამს ამის მზაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს, მაგრამ საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ხმები, შესაძლოა, მოიპაროს "ქართულმა ოცნებამ" და ასევე გვჭირდება ფუნდამენტური თანხმობა იმაში, რომ არ მივცეთ საშუალება ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ ზოგადად, ქართველი ხალხის ნება მოიპარონ ზოგადად, ამ არჩევნებზე. ამისთვის აუცილებელია კოორდინაცია, მეტი პოლიტიკური პარტიის ჩართულობა, ერთიანი პოზიციების შემუშავება, ერთად სვლა და ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვება. მე მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის ქართული ოცნება, რომელიც არჩევნებს როგორც ატარებს, კარგად ვიცით. ამიტომ მას ქართველი ხალხის ხმები არ უნდა მოვაპარინოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიტურად განწყობილი ამომრჩევლის არცერთი ხმა არ წავიდეს "ქართული ოცნების" ყულაბაში. შეიძლება არსებობდეს ადამიანებსა და ჯგუფებს შორის გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ნათელია, რომ კოალიციაში შემავალი ყველა ძალა არის პროდასავლური, რომელიც წაიყვანს საქართველოს ევროპისკენ, განსხვავებით ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნებისა, რომელმაც ძალიან კარგად დაგვანახა, რა გააკეთა, როცა მიიღო რუსული კანონი, ამიტომ, პროდასავლური ძალების გაერთიანება ყველანაირი ფორმით მისაღებია და მათ უნდა შეძლონ პრორუსული "ქართული ოცნების" დამარცხება", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს