„ჯივიპი“ ისნის რაიონში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ახალ ინფრასტრუქტურას აწყობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩა N35-ის მიმდებარედ მაგისტრალურ მილსადენზე წყლის ნაკადების მართვისთვის აუცილებელ თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას აწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა. შედეგად სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას მნიშნვნელოვნად შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვის დრო და არეალი.

„ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, 19 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშოების ჩატარებისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან 20 აგვისტოს 00:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - კახეთის გზატკეცილის N73, 75, 83, 87, 89, ლილოს დასახლების 1-ელ მიკრორაიონს, მე-2 მიკრორაიონის 1-ელ კვარტალს და N10, 11, 12 კორპუსებს, მე-2 კვარტლის N1-8 კორპუსებს, მე-4 და მე-5 კვარტლებს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, ხვედელიანის, იგოეთის, გიგორაშვილის, ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის, კუპრაძის ქუჩებს და მიმდებარე ქუჩებს.

ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, საქნავთის, სადგური ლილოს და ლოჭინოს დასახლებებს (ქებურიას დასახლებას), ვარკეთილის მეურნეობას, სოფელ დიდ ლილოს, სოფელ წინუბანს, ნასაგურს, სოფელ გამარჯვების ნაწილს და ვაზიანის სამხედრო დასახლებას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო