ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, მერე გაერთიანდებიან, მათ საერთო სახეს და სურათს არ ცვლის - მათი არეალი არის 25-30%-ის ფარგლებში

ამ კონგლომერატში რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, მერე რაღაც ნაწილები გაერთიანდებიან თუ არა, ეს მათ საერთო სახეს, მოცემულობასა და სურათს არ ცვლის, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციურ გადაჯგუფებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულს რაიმე პრინციპული სიახლე ან მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ გააჩნია და არც ელექტორალურად იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„ჩვენ, რეალურად, საქმე გვაქვს ერთ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელიც საქართველოში იმ ტრაგედიის და ომის თანაავტორი იყო და რომელიც დღესაც იმავე პოლიტიკის გამგრძელებელია. ამიტომ, ამ კონგლომერატში რა გადაადგილება მოხდება, რამდენ ნაწილად დაიშლებიან, მერე რაღაც ნაწილები გაერთიანდებიან თუ არა - ეს მათ საერთო სახეს, მოცემულობასა და სურათს არ ცვლის. მათი ელექტორატი ძირითადად ერთგვაროვანია - ეს არის ძირითადად “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი, რომლის ნაწილებზე მიმდინარეობს ახლა დაშლილი თუ ხან გაერთიანებული “ნაციონალურ მოძრაობის” ნაწილებს შორის ნადირობა. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე პრინციპული სიახლე ან მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ გააჩნია და არც ელექტორალურად იწვევს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს.

ფაქტია, რომ მათი არეალი არის მკაფიოდ შემოსაზღვრული დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის