„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 170.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ მგზავრ-კილომეტრი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 170.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 491.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.6-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 3.3-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2024 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 46.9 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 112.1 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (4.6-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის (6.7-ჯერ) მოცულობა.

2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 794.1 ათას მგზავრს მოემსახურა1, რაც 25.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 911.4 ათასი მგზავრი (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 882.7 ათასი მგზავრი (26.1 პროცენტით მეტი).

საქსტატის განმარტებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.8 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.7 ათასი შეადგინა, რაც 26.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 82.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 18.0 პროცენტი - გაგზავნილი.

2024 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.4-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში