„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ფერისცვალების დღესასწაული წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში აღნიშნეს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, გუნდის წევრებთან ერთად წალენჯიხაში, ფერისცვალების ტაძრის 1000-წლოვან იუბილეს დაესწრნენ და ტაძარი მოილოცეს.

პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცეს.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ფერისცვალება. ღმერთმა ქნას, რომ ყველას გვეცვალოს ფერი სიყვარულისკენ, სიკეთისკენ, მშვიდობისკენ, ერთიანობისკენ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და სრულიად საქართველო!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მათივე ცნობით, წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარს წელს 1000 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წალენჯიხაში კონფერენციაც ჩატარდა, რომელშიც ქართველი მეცნიერები მონაწილეობდნენ. დღესვე ტაძრის ეზოში წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ფოტოებით ილუსტრირებული წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დაესწრნენ. მათივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძეს, როგორც წალენჯიხის განვითარების ფონდის დამფუძნებელს, ტაძრის რეაბილიტაციის საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს