ილჰამ ალიევი პუტინთან შეხვედრის შემდეგ - ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები

ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის დებულებები, რომელიც 2022 წლის თებერვალში გაფორმდა, წარმატებით ხორციელდება. ჩვენი ქვეყნები მოქმედებენ როგორც მოკავშირეები, როგორც მეგობრები, როგორც ახლო პარტნიორები და მეზობლები. მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება დიდწილად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ვლადიმერ პუტინის ბაქოში ვიზიტის დროს, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ხელი ექვს დოკუმენტს - სამ შეთანხმებასა და სამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერილი დოკუმენტები სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, სურსათის უვნებლობის, ჯანდაცვის, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს ხელმოწერილი დოკუმენტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მეგობრულ ხასიათს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბაქოში ვიზიტით კმაყოფილია.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიზიტის შედეგებით ნამდვილად კმაყოფილი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გამართული მოლაპარაკებები და მიღწეული შეთანხმებები რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს