გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს და ასევე სოფელ დიღმის რამდენიმე ქუჩას შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, ლუთხუბი, დოლასქედი, მუგუდა და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 15:00 საათამდე, აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭოორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - ხატაეთის, კრისტიან სტივენის, ბერტა ფონ ზუტენის და მიმდებარე ქუჩებზე; 16:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი და ახალუბანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს