მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას" უხდება დაპირისპირება შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან, ეს არ არის თანაზომიერი ძალების შეჭიდება - მივესალმები ხატია დეკანოიძის ძალისხმევას შემოიტანოს ახალი სულისკვეთება მოძრაობაში

მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე უშედეგოდ გრძელდება "ქართული ოცნების" ბრძოლა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მის გასანადგურებლად, ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი აკრძალვა, არცერთი გამოწვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” განცხადებას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს.

როგორც სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, "ნაციონალურ მოძრაობას” დაპირისპირება “შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან” უხდება.

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის ცალკეული პიროვნებები, ეს არის თანამედროვე, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელსაც უხდება დაპირისპირება შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან, ეს არ არის თანაზომიერი ძალების შეჭიდება.

“ნაციონალური მოძრაობა” დგას თანავარსკვლავედზე, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება. მივესალმები კობა ნაყოფიას გააქტიურებას, რისი შედეგიც უკვე შეიმჩნევა და რისგანაც ბევრს ველოდები. როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებას, პირველ რიგში ვგულისხმობთ ქვეყნისათვის თავდადებით გამორჩეული პიროვნებების ერთად დგომას. მივესალმები ხატია დეკანოიძის ძალისხმევას შემოიტანოს ახალი სულისკვეთება მოძრაობაში მისი წარსული საქმიანობიდან და წარმატებული გამოცდილებიდან გამომდინარე”,- წერს განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი.

ამასთან, სააკაშვილი ეხმაურება პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებს და აღნიშნავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ერთი ლიდერი და ეს არის პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, ვინც სარგებლობს მისი მხარდაჭერით.

“ვპასუხობ ზოგიერთ კომენტატორს, რომელსაც აწუხებს პარტიის მართვაში გაჩენილი "გაორება," ლიდერთა პარტიას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე, ლიდერი ლიდერთა შორის, თინა ბოკუჩავა, რომელიც სარგებლობს საზოგადოების დიდი ნაწილის, მათ შორის, ჩემი მხარდაჭერით.

პარტიის ყველა ლიდერს აერთიანებს საერთო მიზანი - გადაარჩინოს უფსკრულის პირას მდგომი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა. მჯერა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, არცერთი მათგანი არ დაიშურებს ძალას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ერთიანობით გამარჯვებისკენ!”- წერია სააკაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ განცხადებით, არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე მათ მიერ დაინიცირდება სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“. გარდა ამისა, როგორც მმართველი პარტია აღნიშნავს, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მოახდენს ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზეც. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია