„საქართველოს რკინიგზა“ - „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა, რომელიც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „საქართველოს რკინიგზის“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს

„საქართველოს რკინიგზა“ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „საქართველოს რკინიგზის“, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს. ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰოლდინგი „Синара – Транспортные машины”, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში შევიდა, მასთან ხელშეკრულება შეწყდა.

„თავშივე განვმარტავთ, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა 80 519 105 $ აშშ დოლარის ანაზღაურება, წარმოადგენს აბსურდულ ბრალდებას და არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია შპს „გეორგიას“ მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების მომწოდებელ ქარხანას შემოთავაზებული ჰყავდა, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია სს „ურალსკიე ლოკომიტივი“. თუმცა, მას შემდეგ, რაც „საქართველოს რკინიგზისთვის“ ცნობილი გახდა ჰოლდინგი „Синара – Транспортные машины” (რომლის შემადგენლობაშიცაა ზემოაღნიშნული ქარხანა) აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ე.წ. სპეციალურ ბლოკირებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე, „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს დადგენილებით შეწყდა ხელშეკრულება და დღეის მდგომარეობით, კონტრაქტორთან არათუ ანგარიშსწორება არ განხორციელებულა, არამედ აღარ არსებობს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა.

შესყიდვების №GEO230000694 ელექტრონული პროცედურის ფარგლებში სს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „გეორგიას” შორის 2023 წლის 25 დეკემბერს მუდმივი დენის მაგისტრალური ელმავლების და თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებული ნებისმიერი ელექტრონული ტენდერი თუ პროცედურა არის საჯარო, აბსოლუტურად გამჭვირვალე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და სრულად შეესაბამება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის პრინციპებსა და წესებს.

Liberty Institute/თავისუფლების ინსტიტუტის მხრიდან გადაუმოწმებელი, ცრუ და დისკრედიტირებული ინფორმაციის გავრცელება, არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ და ეთიკურ ნორმებს.

შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვან ჟურნალისტური სტანდარტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები