არჩილ თალაკვაძე - არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რადგან ყველას მონაწილეობა არის დღეს ქართული დემოკრატიისთვისა და ამ არჩევნებისთვის პრინციპული

რომ არა ჩვენი მხარდამჭერების ძლიერი თანადგომა ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გაგვიჭირდებოდა, სათანადოდ გვეპასუხა გამოწვევებზე და გადაგვეჭრა ის პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მცხეთაში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რადგან ყველას მონაწილეობა არის დღეს ქართული დემოკრატიისთვისა და ამ არჩევნებისთვის პრინციპული.

„სიმბოლურია, რომ საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ მცხეთიდან. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს - რომ არა მათი ძლიერი თანადგომა ამ წლების განმავლობაში, ჩვენ, ხელისუფლებას, გაგვიჭირდებოდა, სათანადოდ გვეპასუხა გამოწვევებზე და გადაგვეჭრა ის პრობლემები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა.

„ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც შეძლო 12 წლის განმავლობაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც შეძლო ეკონომიკის ზრდა და რომელმაც შეძლო არსებითი პროგრესის მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და, რაც მთავარია, ჩვენ არცერთი ნაბიჯით არ დაგვიხევია უკან ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისგან და არ გვიღალატია იმ ისტორიისთვის, იმ აწმყოსთვისა და იმ მომავლისთვის, რომელიც წინაპრებს, ჩვენ და ჩვენს შვილებს აკავშირებს ერთმანეთთან. ახლაც, ჩვენი მთავარი გზავნილი და ჩვენი კამპანიის მთავარი ხაზიც არის ის, რომ საქართველო თავის მომავალს აშენებს და მომავლისკენ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით განაგრძობს სვლას. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს მოვუტანთ მათთან ერთად.

ჩვენ გვაკავშირებს ნდობა ჩვენს მოქალაქეებთან, ასევე, ზურგს გვიმაგრებს ის საქმე, რომელიც წლების განმავლობაში გავაკეთეთ და, რაც მთავარია, ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში და გვაქვს ჩვენი მოქალაქეების ძლიერი მხარდაჭერა, რომ ეს საკითხები გადავჭრათ.

დიახ, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, დიახ, ყველას მონაწილეობა არის დღეს ქართული დემოკრატიისთვისა და ამ არჩევნებისთვის პრინციპული. ჩვენ ვთხოვთ თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ მონაწილეობა მიიღოს და ხმა მისცეს მშვიდობას, ღირსებით სვლას მომავლისკენ, კეთილდღეობას, რომელიც საქართველოს ასე სჭირდება და დასჭირდება მომავალში.

ჩვენ, მოქალაქეებთან ერთად, შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა - სწორედ ეს იყო ჩვენი საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილიც დღეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს