„ძლიერმა საქართველომ“ შიდა ქართლში რეგიონული საარჩევნო ტურნე დაიწყო

„ძლიერი საქართველო” შიდა ქართლის რეგიონული საარჩევნო ტურნეს ფარგლებში გორის მოსახლეობას შეხვდა და გაერთიანების საარჩევნო გეგმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ამასთან, განმარტავენ, რომ ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.

„გორის მოსახლეობას, გარდა სოციალურისა, ადგილობრივ მუნიციპალურ უწყებებში არსებული კორუფცია და ნეპოტიზმი აწუხებს, რაც მათი თქმით, თითოეულ გორელს ეხება და აწუხებს. ადგილობრივების განცხადებით, გორი მზადაა რეალური ცვლილებებისთვის და ძლიერი საქართველოს ასაშენებლად.

„ძლიერი საქართველოს” ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გორის ნაგავსაყრელთან მოვიდნენ და პრობლემას ადგილზე გაეცნენ. ირკვევა რომ ნაგავსაყრელი, რომელიც დასახლებულ პუნქტთან და მდინარესთან ახლოს მდებარეობს, სერიოზულ პრობლემას უქმნის ადგილობრივებს, რასაც ისინი წლებია აპროტესტებენ. “ქართული ოცნების” გეგმა, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო, დაპირებად დარჩა.

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი მიზანია ევროპული ინტეგრაცია და ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც გულისხმობს ისეთ განვითარებას, რომელიც სწორედ ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებთანაა თანხვედრაში.

გორის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეხვდებიან ხაშურის და ქარელის მოსახლეობას.

შეხვედრაში კოალიციის სახვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობდნენ ბადრი ჯაფარიძე, ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე და ალეკო ელისაშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!