ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების აღმომჩენ მობილურ რადარებს შეიძენს

ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების აღმოსაჩენად 51 მობილურ რადარს შეიძენს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინას აღნიშნული მობილური რადარები, სავარაუდოდ, 2024 წლის მეოთხე კვარტალში გადაეცემა. რადარების მიმწოდებელია ნიდერლანდული კომპანია Robin Radar Systems-ი.

„სისტემებს შეუძლიათ გააკონტროლონ გარემო და აღმოაჩინონ მაღალი სიჩქარით მოძრავი დრონებიც კი. რადარების მობილურობა შესაძლებელს ხდის მტრის დრონების მუდმივ აღმოჩენას და შემდეგ მათ მწყობრიდან გამოყვანას“, - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა