ოთარ შამუგია ზუგდიდში თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, საქართველოს მასშტაბით, ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში, თხილის შემნახველი და გადამმუშავებელი 23 საწარმოს შექმნა თანადაფინანსებულია 10.2 მლნ ლარით; მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საწარმოა შექმნილი; თანადაფინასების ოდენობა 5.6 მლნ ლარს შეადგენს.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით შენდება თხილის ახალი ბაღები, იქმნება შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა, ფერმერებისათვის ხელმისაწვდომია მხარდაჭერა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით, რაც ექსპორტის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების გაფართოების წინაპირობაა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე ყურადღება დარგობრივი ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 600-მდე ტრენინგი, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით ჩატარდა, პირდაპირპროპორციულად ისახება წარმოებაზე და თხილის გაუმჯობესებულ ხარისხზე, რაც კონკურენტუნარიანობის აუცილებელი პირობაა.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი. პროექტის ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით 63 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხებია გაცემული; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 18 მლნ ლარს აღემატება. მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, თხილის შენახვა-გადამუშავების მიზნობრიობით 39 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსება 11.7 მლნ ლარს აღემატება.

მეწარმეებთან შეხვედრა თხილის გადამმუშავებელი კომპანიის „NUTSGE“ საწარმოში გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები